აღწერა
კლასიკური, ფარული საფილტრაციო სისტემა — ცირკულაციური ტუმბო და მედია-ფილტრი მონტაჟდება მიწისქვეშ ან ცალკე ტექნიკურ სათავსოში და აუზიდან საერთოდ არ ჩანს. მაქსიმალური წარმადობა დიდი მოცულობის აუზებისთვის.
სრულიად ფარული გადაწყვეტა, რომელიც არ არღვევს აუზის ესთეტიკას — ქვიშის/მინის მედია-ფილტრი უზრუნველყოფს წყლის ღრმა გაწმენდას, ხოლო მძლავრი ცირკულაციური ტუმბო — სტაბილურ წყალბრუნვას. გრძელვადიანი, საიმედო ექსპლუატაცია.